როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებენ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას ხელისუფლების ოპონენტები და რას მოიმოქმედებენ, თუკი "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დააკავებს - ოპოზიციური ერთობის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ იკრიბებიან მოლაპარაკებებისთვის.
- "მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ?! იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი და კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ", - ამბობს ნიკა მელია.
- "რაც ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ცალსახა უკანონობაა. ყველაზე საშიში უკანონობა კი გახლავთ ის, რომელიც შეფუთულია კანონში", - ამბობს დავით ბაქრაძე.
- "დაკავება დააჩქარებს მოვლენებს, რომელსაც ჰქვია "ქართული ოცნების" დასრულება. ნიკა მელიას საქმე თუ გაუვიდათ, ყველა სხვა უკანონო საქმე გაცოცხლდება", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი
- "აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ შევდივართ ელისაშვილთან ერთად პარლამენტში და ვრჩებით ქუჩაში ოპოზიციასთან ერთად... "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შერიგება გვინდა და ჩვენთვითონ ვიწყებთ იპოზიციასთან შერიგების აქტით", - ამბობს იაგო ხვიჩია.
- "მაქვს გარკვეული ინფორმაცია, გაიყო "ოცნებაშიც" აზრი, რამდენიმე საუბრობს იმუნიტეტის არშეწყვეტაზე", - ამბობს თაკო ჩარკვიანი
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს "ლეიბორისტების" ოფისში ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა, საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ხვალ, 16 თებერვალს, იმსჯელებს.