არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტი გაცილებით მკაცრი რამ არის - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ის 21:00 საათიდან დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას კომენდანტის საათს ვერ დაარქმევდა. როგორც თურნავა განმარტავს, კომენდანტის საათი "გაცილებით მკაცრი რამ არის".

"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, იყო ღამის საათების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებთ უფრო მკაცრი რამ არის.

სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამ ზომის გამო, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი", - თქვა თურნავამ.

მისივე განცხადებით, კომენდანტის საათის გაუქმებაზე ჯერჯერობით მსჯელობა არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი