გავრილოვის განცხადებები "შალვას ფანჩატურში" დაიგეგმა - სამხარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ის განცხადებები, რომელსაც კომუნისტი სერგეი გავრილოვი ნიკა მელიასთან დაკავშირებით აკეთებს, ოპოზიციის დაგეგმილია.

დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, რომ ამით მელიას საქმეს გადაფარავენ. დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს“- ამბობს "ოცნების" ახალი სახე,  ნიკოლოზ სამხარაძე.

სერგეი გავრილოვი კი ქართულ მედიასთან საუბარში დღეს იგივეს ამბობს, რასაც "ქართულ ოცნების" ხელისუფლება 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული - რომ იმ ღამეს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

"მთავართან" საუბარში გავრილოვმა მელიასგან დრეს ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

ნიკა მელიას შეფასებით, კი "ქართულმა ოცნება" რუსეთიდან მორიგი პოლიტიკური დავალება მიიღო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი