სამოქალაქო აქტივისტები დილიდან პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ.
დილით 08:30 ვიკრიბებით პარლამენტთან.
არც მელიას და არც არავის გავატანთ ტყვეებით მოვაჭრე გავრილოვის მონებს - წერს სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ლაშა ხუსკივაძე.
"ქართული ოცნების" პარლამენტმა ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმებას უნდა უყაროს კენჭი. პოლიტიკური გადაწყვეტილება "ოცნებას" მიღებული აქვს და ენმ-ს თავმჯდომარისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმებას აპირებს, რითაც პროკურატურას მის დასაკავებლად გზას უხსნის.