"ჩამოყალიბდი რა, ან ვარ სახელმწიფო გადამტრიალებელი, ან არა" - მელია ელისაშვილს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე,  ნიკა მელია "მოქალაქეების" ლიდერის განცხადებას პასუხობს, სადაც ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ურჩია მელიას გირაო გადაეხადა.

"გუშინ ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, რომ ვურჩიე, როგორც მეგობარს, ვურჩიე, რომ გირაო გადაიხადოს, მაგრამ დაჭერით, არ უნდა დაიჭირონ, რომელ გადატრიალებას მელია აწარმოებდაო. ჩამოყალიბდი რა, ან ვარ სახელმწიფო გადამტრიალებელი ან არა. მეორე, შენ და შენი მეგობარი, ლევან იოსელიანი, რომელიც მთხოვდით პარლამენტში შემოსვლას. დავუშვათ რომ შემოვსულიყავი, რა მოხდებოდა - ახლა იმსჯელებდნენ ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე? და თუ იმსჯელებდნენ, რას იზამდი, გადამეფარებოდი?".- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა.

"ზოგჯერ სურათი საკმარისია, იმისთვის, რომ რეალობა კარგად დავინახოთ. რეალობით გესმის, არათუ ხედავ.ის, რომ ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს სხდომაზე დასწრებას, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და არ უშვებენ, თავად განსაჯეთ, რატომ ხდება ეს. ჩვენს მხარეს უამრავი არგუმენტი არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ ყველა დარწმუნდებოდა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერები იკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი