
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას ნიკა მელიასთვის იმის თაობაზე, რომ მზადაა ნიკა მელიას გირაოს თანხა თავისი ხელფასიდან გადაურიცხოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეხმიანება.
„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა პარლამენტში იმ დროს შესთავაზა, როდესაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავრიცხო - ელისაშვილი მელიას მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს
შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს