ყველა ასეთი ამბავი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა - ევროპარლამენტარი მელიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტრი რასა ჯუკნევიჩიანე ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ევროპარლამენტარებს საქართველოდან კრემლთან დაკავშირებული ამბები ესმით.

მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება, რამაც შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ.

"საქართველოს ყველა მეგობარი ევროპარლამენტში ყოველთვის ძალიან შეშფოთებულია, როდესაც ასეთი ამბები მოდის. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ჩვენ გვესმის საქმეები დაკავშირებული კრემლის გავლენებთან და გავრილოვის ამბავიც კრემლთან არის მიმართებაში.

მე ვთხოვ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ამას ხაზს ვუსვამ, ყველა მხარეს, რომ გააცნობიერონ სიტუაციის მნიშვნელობა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა და ევროკავშირშიც ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ახალი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასე რომ შეიძლება იყოს სერიოზული გარღვევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. ამიტომ ყველა ასეთი სახის ახალი ამბავი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ",-თქვა რასა ჯუკნევიჩიანემ.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი