პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის ნიკა მელიას პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს - პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა საფუძვლიანად მიიჩნიეს.

მას შემდეგ, რაც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მოხსენება წარმოადგინა და ასევე, დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს, შემდეგ კი კენჭი უყარეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ამ პროცედურის შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი მზადაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ "მოქალაქეების" წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ნიკა მელია პარლამენტის კომიტეტების მიერ  მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართვის მხარდაჭერას ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს "ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტს ყველა დამონებული ჰყავს.

ამავე თემაზე:

გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე, არის ტყუილი - ნიკა გვარამია

მატრიოშკაში ხართ: მონა, მერე პატარა მონა, მერე უფრო პატარა, ვერ გამასამართლებთ - ნიკა მელია

კოდი მხოლოდ აჩქარებს გირაოს გადახდას - პროკურორის განმარტება

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა - პროკურორი

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი