
პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ის ნიკა მელიას მიმართ იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს. როგორც იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე აქვს. მისივე თქმით, მაშინ, როცა სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობა არ შეუფარდა, პარლამენტმა არ უნდა შექმნას იმის წინაპირობა, რომ მელია საპატიმროში მოხვდეს.
"იმუნიტეტის არსი არის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და დაცული იყოს ის პოლიტიკური რისკი, რასაც ჩვენ პოლიტიკოსები ავიღებთ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა დაცულია იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით იმუნიტეტს.
იმ პირობებში, როცა წინაპირობა არ არსებობს, რომ სასამართლოს პატიმრობა გამოეყენებინა, ჩვენ რატომ ვქმნით ამის წინაპირობას და ვაძლევთ მწვანე შუქს, რომ ეს ადამიანი მოხვდეს საპატიმროში",-თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკითხს ამჯერად პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს
შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს