ვიღაც-ვიღაცებში არ ავერიო - ელისაშვილი მელიაზე

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას კიდევ ერთხელ პასუხობს და ურჩევს "ვიღაც-ვიღაცეებში" არ აერიოს. ელისაშვილი მელიას პასუხს დღეს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს:

ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა აშკარად ჩემთან მიმართებაში და მინდა შევახსენო, კარგად გაიხსენოს, მე ვინ ვარ, ვიღაც-ვიღაცებში არ ავერიო. ვისთანაც ასე ლაპარაკს მიეჩვია, იმ ხალხში ნუ ავერევი. ეს კარგად გაითვალისწინოს. კი ბატონო, ემოციურად მძიმე დღე აქვს, მაგრამ ცოტა მეტად გააკონტროლოს ჩემთან მიმართებაში თავისი გამონათქვამები და სიტყვები - ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნამდე, ელისაშვილმა მას გირაოს საკუთარი ხელფასიდან გადახდა შესთავაზა, რასაც ნიკა მელიას მწვავე პასუხი მოჰყვა.

ამის შემდეგ ელისაშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეს ჯერ სასესიო დარბაზიდან, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარში უპასუხა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი