
ნიკა მელიას პირველი განცხადება პოლიტიკური ვერდიქტის მერე. ენმ-ს თავმჯდომარის შეფასებით, გავრილოვის დავალება შესრულებულია:
88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა..." ამბობს ნიკა მელია
ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს შეეგუოს "გავრილოვის განაჩენს". მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და "გამარჯვებამდე დაემშვიდობა".
88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა ნიკა მელიას დღეს სადეპუტატო მანდატი მოუხსნა.