არცერთი დასჯილი დამნაშავე - ასეთია სისხლიანი 20 ივნისის საქმეზე აქამდე წარმოებული გამოძიების შედეგი. მაშინ, როდესაც ხელისუფლება სულ რამდენიმე პოლიციელს სამსახურებრივ სანქციას უწესებს, პროკურატურა ცდილობს მთვარ დამნაშავედ ნიკა მელია აქციოს.
იმ ღამეს დაშავებულების ნაწილისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის სახელმწიფოს დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.
წელიწად-ნახევარზე მეტია გამოძიება ვერ ახერხებს საქმის დასრულებას, სასამართლოსთვის რაიმე შინაარსის მასალების წარდგენას და მხოლოდ მთვარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს იბარებს დაუსრულებელ პროცესებზე, აკისრებს გირაოს, აბამს სამაჯურს და ახლა უკვე დაპატიმრებასაც ცდილობს.
პოლიტიკოსებიც, იურისტების და სამოქალაქო აქტივისტებიც ერთხმად ამბობენ, რომ ხელისუფლების და საგამოძიებო უწყების ასეთი ქცევა პოლიტიკური დევნის მთვარი და უტყუარი ნიშანია.
20 ივნისის სისხლიან ღამეს 240 ადამაინი დაშავდა, მაგრამ ამისთვის რელაურად არავინ დასჯილა.
ავტორი: ნანიკო სისვაძე.