"საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პროკურატურა და სასამართლო ვერ ბედავს ნიკა მელიას საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას, თუ სხვათა პროცესბის შესახებ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ხელისუფლების მითითება შეიცვალა.
"ფაქტია, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, აქ რაღაც უნდა გაკეთებინა ხელისუფლებას, გამკაცრება იყო რეალურად საჭირო, ვერ გაბედეს პატიმრობის გამოყენება და პირველი პრეცედენტი დაუშვეს. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ პირველად ვნახეთ ესეთი რაღაც, გირაო გირაოთი დაამძიმეს", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.
მისი განცხადებით, მხოლოდ ახლა მიმართავს ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. სიმონიშვილის განცხადებით, ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
ამავე თემაზე: