ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე - პოლიტიკური გადაწყვეტილებების სამართლებრივი განმარტება

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას საქმეზე, ხელისუფლების ნათქვამი ტყუილების შესახებ "ფეისბუქზე" ოთო კახიძე, "ევროპული საქართველოს" წევრი წერს. კახიძე 3 შემთხვევას ასახელებს: 

ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე:

ტყუილი 1 - თითქოს მელიამ ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.

სინამდვილეში იქ გაკეთებული განცხადება არ შეიცავდა რაიმე მოწოდებას ძალადობაზე, პირიქით, აქცენტი იყო მშვიდობიან, ხელებაწეულ ქმედებაზე. ხოლო როცა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა დაიწყო, მელია მოუწოდებდა სხვებს სიმშვიდისკენ და თუ ისინი არ უსმენდნენ, ეს რისი ორგანიზატორი გამოდის - გაუგებარია.

ტყუილი 2 - თითქოს კანონით ბრალდებულს აუცილებლად უნდა შეეფარდოს რომელიმე აღკვეთის ღონისძიება.

სინამდვილეში გირაო, პატიმრობა და სხვა აღკვეთის ღონისძიებება გამიზნულია ბრალდებულის შესაძლო უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. კერძოდ - მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება. არცერთი საფუძველი დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, სრულიად კანონიერი იქნება მელიას დატოვება რომელიმე აღკვეთის ღონისძიების გარეშე და პირიქით, თავის დროზე შეფარდება იყო უკანონობა.

ტყუილი 3. თითქოს პარლამენტს აუცილებლად უნდა მოეხსნა იმუნიტეტი, რადგან ამას ითხოვდა კანონი.

სინამდვილეში, პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იმუნიტეტის მოხსნაზეც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ანუ შეეძლოთ, არ მოეხსნათ მელიასთვის იმუნიტეტი და ეს იქნებოდა სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება.

იცოდე კანონი - არ დაიჯერო ხელისუფლების ტყუილები" წერს კახიძე.

შეგახსენებთ,  16 თებერვალს, "ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა  და მის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი