ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ცნობილია - ბიოგრაფიის საინტერესო დეტალები

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას აღკვეთის შეცვლის საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება გახმაურებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სადაც ასევე პოლიტიკური ლიდერები ან ხელისუფლების ღია ოპონენტები ფიგურირებენ.

ჩახნაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც გავრილოვის სისხლიან ღამეს დაშავებული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა.

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს კენჭისყრიდან მალევე მიმართა და აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა.

ნინო ჩახნაშვილი იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მოსამართლე მაშინ, როდესაც პროკურატურა მათთვის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მილიონიან გირაოს ითხოვდა.

ნინო ჩახნაშვილის სამოსამართლო ბიოგრაფიაშია გიორგი რურუას საქმეც. 

მანვე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა იმ ადამიანს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი სასმართლო პროცესს სავარაუდოდ ხვალ, დღის განმავლობაში ჩანიშნავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი