სასამართლო გრძელდება - პროკურატურა ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში გამოცხადებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

2 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმეზე მსჯელობს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და ერთხელ უკვე გაძევებული ბრალდებულის სხდომათა დარბაზში გამოცხადებას ითხოვენ.

თუ ბრალდებულს აქვს სურვილი დასწრების, გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებული ნიკა მელია დაესწროს პროცესს - მიმართა მელიას ადვოკატებს პროკურორმა სადრაძემ.

ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდებულის უფლებაა, მიმართავს თუ არა მოსამართლეს, პროცესზე დასწრების შუამდგომლობით. 

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პროცესიდან გაძევებულია, დააყენეთ თუ არა შუამდგომლობა მისი დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით?- უპასუხა პროკურორს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი