ესებუაა ენმ-ს ოფისში შეფარებული და მის დასაჭერადაა სპეცრაზმი ?! - ბასილაია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"ესებუაა ენმ-ს ოფისში შეფარებული და ესებუას დასაჭერად არიან?!" - ამ კითხვით მიმართა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლეს. მან თქვა, რომ საღი აზრის ფარგლებში აქვს კითხვა, რატომაა მობილიზებული სპეცრაზმი ენმ-ს ოფისთან.

"თუ არა წინასწარ გწერილი სასამართლოს განჩინება, მაშინ რა უნდა პოლიციას, მაშინ რა უნდა სპეციალური დანიშნულების რაზმს იქ სადაც არის ნიკა მელია, ხომ იურისტი ბრძანდებით. ჩართეთ ნებისმიერი მედია საშუალება სადაც ჩანს, დემონსტრაციულად ჩანს ასეულობით სპეცრაზმელი... საღი აზრის ფარგლებში მაქვს კითხვა, რა უნდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ასეულობით წარმომადგენელს იქ, სადაც იმყოფება პირი, ვის მიმართაც პატიმრობის საკითხი უნდა გადაწყვიტოთ თქვენ, ესებუაა ენმ-ს ოფისში შეფარებული და ესებუას დასაჭერად არიან?!" - თქვა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მედიით ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი