ხელისუფლება სასამართლოს თვლის არა მართლმსაჯულების ორგანოდ, არამედ თავისი დაკვეთის განმახორციელბელ ორგანოდ - განცხადება ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ნიკა მელიას საქმის სასამართლოზე გააკეთა და მოსამართლეს მიმართა.
ადვოკატები მოსამართლეს ურჩევენ არ მიიღოს მონაწილეობა იმ უკანონობაში, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს:
მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და სპეცრაზმია მობილიზებული ენმ-ს ოფისთან. იმდენ პატივსაც არ გცემენ, თუნდაც ფორმალურად სასამართლოს შეუნარჩუნონ სახე და ელემენტარულად დალოდებოდნენ თქვენს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდნენ და მოქმედებაში მოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც დაკავშირებულია საკმაოდ კომპლექსურ პროცესთან" ამბობს კონდახაშვილი.
არც ერთი პარტიის ოფისთან არ არის პოლიცია მობილზებული - აცხადებს პროკურორი და ადვოკატების განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა მიზნით არიან სამართალდამცველები ტერიტორიაზე განლაგებული. მათი თქმით, კადრი შესაძლოა რომელიმე კონკრეტულ ბაზაზეც იყოს გადაღებული.
შეგახსენებთ, ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ, ენმ-ს ოფისთან კი შსს-მ მობილიზაცია გამოაცხადა.