დაცვის მხარე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს თქვენზე - პროკურორი მელიას საქმის მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ია დარჯანიას განცხადებით, ენმ-ს ოფისთან ნამდვილად არაფერი არ ხდება და სპეციალური დანიშნულების რაზმი ადგილზე მობილიზებული არაა. მისი აზრით, დაცვის მხარის ადვოკატები მოსამართლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

"ერთადერთი, რაც აქ დავინახე, არის უპრეცედენტო, არასოდეს ჩემ პრაქტიკაში ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსამართლეზე, მე არ მინახავს. მთელი მათი ძალისხმევა იყო მიმართული თქვენზე მოეხდიანთ ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეეშინებინეთ, დაეშინებინეთ და რამენაირად აცილება გაგეკეთებინათ საკუთარი თავის, მე ვფიქრობ, რომ ეს არანაირად არ არის აცილების საფუძველი", - თქვა ია დარჯანიამ. 

მისი განცხადებით, ტყუილით დაშინებული მოსამართლე საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მედიით ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი