ხელები შორს ნიკა მელიასგან, ხელები შორის ადამიანის თავისუფლებისგან - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს და მიმდინარე პროცესებს.
"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა არ წყდება კონკრეტული პიროვნებების ბედი, ახლა წყდება მთლიანად ქვეყნის ბედი, თუმცა სწორედ ნიკა მელიას საქმეზე გადის ეს პროცესი
მელიას დაცვა არის ყველაზე მთავარი დღეს. აქ არის საუბარი საქართველოს ყოფნა- არყოფნაზე. აქ არის საუბარი იმაზე რომ საქართველო საბოლოოდ გაბანძდება და გაუბედურდება.
დიახ, ნიკა მელიამ შეგნებულად არ დაარღვია კანონი და შეგნებულად არ გაათელინა ღირსება, დიახ, ნიკა მელია შეგნებულად დადგა ხალხის მხარეს და დიახ , ჩვენი ბრძოლა შეგნებული ბრძოლაა." ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის თქმით, ძალადობასა და ძალმომრეობას შეკავება სჭირდება:
მხოლოდ ის ერები იმარჯვებენ, რომელსაც შეუძლია ძალმომრეობის შეკავება. ინიციატივა ძალმომრეობის მოდის მხოლოდ ერთი კაცისგან - ივანიშვილისგან და მისი პატრონებისგან რუსეთში, ესენი არის ყველა კოლექტიური გავრილოვები" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს და სპეცრაზმით შევიდეს ოპოზიციის ოფისში, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სწორედ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
ისინი რა თქმა უნდა აპირებენ მოსვლას, ისინი რა თქმა უნდა დაელოდებიან, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ამ შეთხვევაში ნიკა მელიას გადასარჩენად, მას გადარჩენა არ სჭირდება, უკვე გამარჯვებულია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გადასარჩენად და საქართველოს დასახსნელად - ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მისივე შეფასებით, ივანიშვილმა დღეს, დაუშვა ფატალური შეცდომა