დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
სენატორი პირდაპირ ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც საქართველოში "ხშირ მოვლენად" იქცა:
"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.