როგორც მოვლენ ეს რობოკოპები ისე წავლენ - ასე ეხმაურება ნიკა მელია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ მობილიზაციას.
კომენტარი ენმ-ს თავმჯდომარემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, "მთავარის" სპეციალურ გამოშვებაში პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა. მელია, რომელმაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მთელი ღამე ენმ-ს ოფისში გაათია, ამბობს, რომ ოპოზიცია არაფრის დათმობას არ აპირებს:
როგორც მოვლენ ეს რობოკოპები ისე წავლენ, როგორც სამსახურში გამოცხადდნენ დღეს, ისე დაუბრუნდებიან სახლებს წყნარად. ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებს თავს. ერთი კაცის სამსახურს - ამბობს ნიკა მელია.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.