არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება - ნიკა მელიას ადვოკატი შსს-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"იმდენად ღრმა კრიზისია ახლა ხელისუფლებაში, ძნელია პროგნოზის გაკეთება", - ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ენმ-ის ლიდერის დაპატიმრების ღონისძიების გადადების შესახებ შსს განცხადების შემდეგ გააკეთა.

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება, რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლება ღრმა კრიზისშია. თანაც, პრემიერმინისტრმა უბრალოდ კი არ გააკეთა განცხადება, რომ წავიდა და მორჩა, მან განმარტა ის მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა და განაცხადა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგი იყო", - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ენმ-ის ოფისში იმყოფება. 

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.

დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი