
საქართველოს სამეფო სახლი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.
მასში ვკითხულობთ, რომ დავით ბაგრატიონი უკმაყოფილოა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
"მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორისო იზოლაცია. საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება გადაიდო. ამასთან, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.