საერთოდ არ ვარ გასწორებულში, გახარიას 20 ივნისზე პასუხი არ უგია - მაკო გომური

გამოქვეყნდა:

2019 წლის 20 ივნისს აქციაზე დაზარალებული, მაკო გომურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, მას 20 ივნისზე პასუხი არ უგია და არც გამოძების დაჩქარებას შეუწყო ხელი.

გახარიას გადადგომას მაკო გომური Facebook-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ გახარიას გადადგომა არ გახარებია, რადგან ამის მიზეზი არ ჰქონდა.

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში​. არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის.

არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,,მთავარის’’ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს",-წერს გომური.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ  დღეს, 18 თებერვალს გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.

დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი