"ოცნების დასასრული" - სამგლოვიარო მუსიკის ფონზე, "ოცნების" ოფისთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტებმა ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.

აქტივისტებმა ამ ფორმით მმართველ გუნდს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მიუსამძიმრეს.

სამგლოვიარო მუსიკის ფონზე, აქტივისტებმა გვირგვინი მმართველი პარტიის ოფისის შესასვლელთან მოათავსეს.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია დღეს გადადგა. არსებული ინფორმაციით, ექსპრემიერმა "ქართული ოცნებაც" დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი