ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით. უწყების განცხადებით, ნიკა მელიასთვის "კანონიერი" იმუნიტეტის გაუქმება ამცრებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, კითხვის ნიშნის აყენევს შერჩევით სამართლიანობისა და ქვეყანაში კანონის უზენაესობას.
"ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ჯერჯერობით არ აქვთ გამოყენებული ყველა შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტონ თავიანთი უთანხმოებები გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შემდგომი ჩიხი და განხეთქილება, ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ შესაძლო ძალის გამოყენებისგან. სიტუაციის შემდგომი ესკალაცია მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების ფარგლებში", - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი მოუწოდებს მხარეებს მოძებნონ სიტუაციის ნორმალიზების გზები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკავების განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში პრემიერი, გიორგი გახარია გადადგა. ამ წუთებში "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მელიას დაკავება კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადო.