
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა გარანტირებულად ექნება. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობას უკვე გააცნეს.
"მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში. იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა დღეს, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატურას ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
ამავე თემაზე: