
"ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენ თავზე" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ჟურნალისტის კითხვას ჰქონდათ თუ არა ივანიშვილთან პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე კონსულტაცია და სურდა თუ არა მას, რომ გახარიას შემცვლელი ღარიბაშვილი ყოფილიყო.
"ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენ თავზე და რადგან გეშინიათ ამ აჩრდილების, გეშინოდეთ, მე ვერაფერს ვერ გიზამთ ამ შემთხვევაში", - თქვა სოზარ სუბარმა.
მან ოპოზიციას მოუწოდა, "დაამშვიდა" და უთხრა, რომ "დილის ეიფორია" და სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
ამავე თემაზე: