ირაკლი ღარიბაშვილის მეორე მოსვლას ეხმაურებიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში 2012 წელს მასთან ერთად მოვიდნენ, თუმცა ამჟამად "ქართულ ოცნებაში" აღარ არიან.
ანი მიროტაძე ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და გახარიას შემცვლელი სწორედ მისი ბრძანებით დაასახელეს:
"განხორციელდა იუბილარი მამისგან ზარი, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, რომ ისე არ იქნება თქვენ როგორც ფიქრობთ, იქნება ისე, როგოც მე ვფიქრობ და როგორც მაწყობს და მას ამ ეტაპზე, აწყობს ღარიბაშვილი. როგორც ჩანს ქართულ ოცნებაში პოლიტიკური მეორედ მოსვლა მოდაშია",-თქვა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
ამავე თემაზე:
ბუნებრივია, ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას - ირაკლი ღარიბაშვილი.