შეარჩიეს ადამიანი, ვისაც "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობას მხარს არ დაუჭერს. "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ  "ოცნებამ" შეარჩია ყველაზე კონფრონტაციული კანდიდატურა იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ გადაედგა ნაბიჯი:

ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, განაგრძობენ ჯიუტად უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას...

მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო "ოცნებაში", ის დააბრუნეს პრემიერად. მე ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთ თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი", - ამბობს ელისაშვილმა 

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით კი "ქართულმა ოცნებამ" ამავე თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი