არ ვიცი როგორია გახარიას პოზიცია გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვერ იტყვის დარჩება თუ არა გიორგი გახარია გუნდში, რადგან მისი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არ იცის. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა.

"გიორგი გახარიას მიერ პარტიის დატოვების შესახებ მე არაფერი მომისმენია, არც მისი განცხადება მინახავს და არც კონტაქტი მასთან არ მქონია. [...] როდესაც ირაკლი ღარიბაშილი წავიდა მაგალითად გუნდიდან, მე მაშინ შეგიძლიათ ამოიღოთ მაშინდელი ინტერვიუები, ნახავთ - ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი, არსად არ წასულა, რჩება ჩვენთან ერთად, როდესაც წავიდა გიორგი კვირიკაშვილი მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. დღესაც არ ვაკეთებ და ვერ ვაკეთებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ არ ვიცი გიორგი გახარიას პოზიცია როგორი იქნება", - თქვა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი