"გიორგი გახარია გადაგდგომით სისხლს ვერ ჩამოირეცხავს" - სამოქალაქო აქტივისტები

გამოქვეყნდა:

"გიორგი გახარია გადაგდგომით სისხლს ვერ ჩამოირეცხავს", - ასე ეხმიანებიან სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გაახარიას გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ. ისინი გახარიას გავრილოვის ღამეს ახსენებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ გახარია 20 ივნისის ღამეზე პასუხს აგებს. მათი თქმით, გადადგომის გადაწყვეტილებით გახარიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა.

"მე როგორც სამოქალაქო აქტვისტი და ადამიანი, რომლიც 20 ივნისს გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდა გიორგი გახარიას გადადგომას, ცხადია ახლა ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი იმით, რომ ეს ადამანი ერთხელ და სამუდამოდ წავიდა ქართული პოლტიკიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწუმებული ვარ რომ გიორგი გახარიას მალე ვნახავ გისოსებს მიღმა, იქ, სადაც მისი ადგილია.

რაც შეეხება იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ პოლიტიკური კრიზისიდან თავის არიდებას რაც მან დემონსტრაციულად გააკეთა, ეს ცხადია მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარია, როგორც მთლიანად "ქართული ოცნება" არის ჩამოშლილი", - ამბობს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ნოდარ რუხაძე.

მოძრაობა "სირცხვილიას" კიდევ ერთი წევრის მარიამ გეგუჩაძის თქმით, გახარიამ გადადგომით ელემენტარული ადეკვატურობა გამოიჩინა და ბრძანება არ შეასრულა.

"გახარიამ ელემენტარული ადეკვატურობა გამოიჩინა და ბრძანება არ შეარულა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ყველაფერი მას "შეეწერებოდა" და შემდეგ ისიც მოხვდებოდა პოლიტიკურ სანაგვეზე. გახარიას კარგად უნდა ახსოვდეს ის ფაქტი, რომ 20 ივნისი ჩვენ გვახსოვს და აუცილებლად გვემახსოვრება. მისი გადადგომა კი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავრილოვის ღამე დაგვავიწყდება", - აღნიშნა მარიამ გეგუჩაძემ. 

20 ივნისს დაზარალებული ნოე გვირტიშვილი კი ამბობს, რომ გიორგი გახარია ამ სისხლს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა"ქართულმა ოცნებამ" კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი