პარლამენტთან დაპირისპირება გრძელდება - პოლიცია აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერის გაშლისა და კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი, ნიკა ნარსია ამბობს, რომ პოლიციამ აქტივისტები უკანონოდ დააკავა.

"კარავი კი არა ბანერი არ შეგვატანინეს პარლამენტის წინ. მანიფესტაციის, ელემენტარული შეკრების უფლება ხო გვაქვს. ახლა ვეუბნებით ივანიშვილს, 25-ში აქ არის დიდი აქცია, თუ ბიჭი ხარ, მოდი და დაგვარბიე, რამდენ კარავსაც გვინდა იმდენს დავდგამთ. ეს იყო უბრალოდ საცდელი, რომ გამოგვევლინა თუ რა დიქტატორი მოვიდა ხელისუფლებაში დღეს",- თქვა ნიკა ნარსიამ

სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პოლიციამ აქციაზე დაახლოებით 8 ადამიანი დააკავა, მათ შორის არის გიორგი მულაძე, რომელსაც სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დაახლოებით 8 კაცი არის დაჭერილი, გიორგი მუმლაძე არის დაკავებული, ვანო მაღალაშვილი, ბექა მაღალაშვილი... გიორგი მუმლაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად, კიდევ ერთხელ გამორჩეული აგრესიულობით იყვნენ მის მიმართ. კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა, იყო უკანონო მოთხოვნა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ადმინისტრაციულ შენობასთან კარავი დავდგათ და გავაპროტესტოთ მოპარული არჩევნები და პოლიტიკური დევნა",- თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რუსთაველზე, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის წინამდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ, ისინი კარვის გადატანას პარლამენტის შენობის წინ აპირებდნენ, მაგრამ ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი