პარლამენტის უკანა შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა "ლელოს" 5 წევრი დააკვეს. ისინი პარლამენტის წინ წარწერის დაწერას "მონებოს" აპირებდნენ.
დაკავებული კახეთის გზატკეცილზე არსებულ შს სამინიტროში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადავლენ.
აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა გაიზრდება.
აქვე გეტყვით,რომ დღეს აქტივისტებმა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 15-მდე აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემეირობის კანდადატად დღეს ოფიცილაურად დარეგისტრირდა. ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის 2 ახალი წევრიც წარადგინა.