შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე „ლელოს“ 5 წევრი დააკავეს. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

დაკავებულებს შორისაა პარტიის ერთერთი ლიდერი საბა ბუაძე. ასევე თაზო დათუნაშვილი, ირაკლი კუპრაძე, ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე.

მშვიდობიან აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშნვას აპროტესტებდნენ.

ლელოს წევრების გარდა, რუსთაველის გამზირზე დღეს კარვის გაშლას ცდილობდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რასაც ასევე პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. არსებული ინფორმაიით, 30-მდე ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს 

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი