საერთაშორისო მოწოდებები "ოცნებას" და ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეგობარი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვისგან და ნუ შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნის პროგრესს და დასავლეთთან დაახლოების გზას. პარტნიორების მსგავსად მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც.

ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეხვედრის გამართვის ინიციატივით, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფელბას უკვე მიმართა. ოპოზიციური სპექტრი ადასტურებს, რომ  კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. 

ხელისუფლები ოპონენტები თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დასახელება "ოცნების" პოზიციას გამოხატავს, რომ არ უნდათ მოლაპარაკებები და ვადამდელი არჩევნებს არ დანიშნავენ.  

  • "ივანიშვილის მხრიდან მისი ნომინაცია ერთგვარი გზავნილია, რომ მას მოლაპარაკებები არ აინტერესებს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი თინა ბოკუჩავა. 
  • "გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები", - თქვა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს, წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 
  • "თუ ის აირჩვეს დაპირისპირების გზას, ეს ძალიან მძიმედ დასრულდება ღარიბაშვილისთვის და არა მარტო ღარიბაშვილისთვის. იმიტომ, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ძალადობას არ გაამართლებს აღარავინ", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 
  • "ყველას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მას პირველ რიგში სჭირდება ქვეყანაში სტაბილურობა, თუ რამის გაკეთებას აპირებს. თუ დაპირისპირებისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას ამითი ჯერ არავის მოუგია და ვერც ეგ ვერ მოგებს", - ამბობს "ტირბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას. პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის. თუმცა ხელახალ არჩევენებს არ განიხილავენ. 

ამავე თემზე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი