რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლსინიმა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მისკმა ერთობლივი წერილი გამოქვეყნეს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, "ყველა მხარეს" დიალოგისკენ მოუწოდებენ ნიკა მელიას საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის.
"თბილისში პოლიტიკური დააძაბულობის ესკალაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მისაღწევად ქართველი ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიას საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და მრავალპარტიულ სისტემას, მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონის სტაბილურობისთვის", - ნათქვამია წერილში,
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.
ამავე თემაზე: