
საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია როდის მოხდება არ არის ცნობილი. გიორგი გახარიას დაპირებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე მიიღებდა.
ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათი აზრით, თუ ხელისუფლება ამ ტემპით გააგრძელებს ვაქცინის მოძიებას, საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია 2022 წლისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. ქვეყანა უკვე აუცილებლად საჭიროებს ვაქცინაციით სარგებლობას. ასევე ისინი ამბობენ იმასაც, რიმ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში არავინ არის ისეთი, ვინც პასუხისმგებლობა აიღო ამ საკითხზე და შესაბამისად არანაირი განცხადება მმართველ გუნდში არ გაკეთებულა.
პოლიტიკურ პროცესებს ცხოვრება არ უნდა გადავაყოლოთ. ვერ გადაჭრა ბატონმა გახარიამ პრობლემები ვერც ვაქცინაციის, ვერც ეკონომიკის გახსნის. შესაბამისად ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყი რო გადადგა, -განცხადა ჯანდაცვის მართვის სპეციალისტმა, ვატო სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოცემულ დაპირებამდე მხოლოდ 8 დღეა დარჩენილი, თუმცა უცნობია ქვეყანა როდის მიიღებს ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზას.