საჯარო და დახურულ შეხვედრებზე რეგულაციების შემსუბუქებას ყოველთვის ვითხოვ - წილოსანი 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, დახურული შეხვედრებზეც და ასევე საჯაროდაც ხშირად ახმოვანებდა, რომ ქვეყანაში კორნავირუსითან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს. 

"დღეს ჩემი კომენატრი რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით არასწორი ფორმით იქნა აღქმული. ყოვლთვის როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას ვიდრე ეს რეალურად მოხდა. ახლაც, მიმაჩნია რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს. ასევე, ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში", - წერს ნინო წილოსანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი