თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც პუტინს აძლევთ -პავილიონისი

გამოქვეყნდა:

ჯერ ყველა მხარეს უნდა შევხვდე, პროცესი არ დასრულებულა - ლიეტუას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი საქართველოს პარლამენტშია. 

მან შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფელბას შორის შეხვედრა შედგება. 

პავილიონისმა, ასევე, განაცხადა, რომ როცა ქუჩაში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ მთავარია, "ხიდების შენება დავიწყოთ".

"პრობლემა ახლა ის არის, რომ დღეს რუსეთს ტანკები საერთოდ არ სჭირდება. თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც პუტინს აძლევთ. მე ახლა არ მინდა ცალკეული არგუმენტების შესახებ საუბარი. ახლა მთავარია ხიდების შენება დავიწყოთ, ვიცი, რომ "ქართული ოცნება" მზად არის ამისთვის და იმედი მაქვს, რომ მეორე მხარეც მზად იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებს ნიკა მელიაც დაესწრება და ერთად მივაღწევთ საერთო აზრს", - ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი

ზიგიმანტას პავილიონისი, რომელიც მზადაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ახალი შუამავლის ფუნქცია იკისროს უკვე შეხვდა ერთპარტიული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და  ევროპასთან 
 ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი