"არ უთქვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს" - ბოჭორიშვილი პავილიონისზე

გამოქვეყნდა:

ლივეტუის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი, რომელიც მზადაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ახალი შუამავლის ფუნქცია იკისროს, უკვე შეხვდა ერთპარტიული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძესა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს.

მაკა ბოჭორიშივლი ამბობს, რომ ზიგიმანტას პავილიონისს არ უთქვას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ამ დროს კი, საქართველოში ჩამოსვლამდე პავილიონისმა "მთავარ არხთან" საუბრისას, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს დიდი შეცდომა უწოდა და საქართველოს ევროინტეგარციის პერსპექტივის მკვლელობად შეაფასა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ობიექტური სურათი ნიშნავს სურათს, რომელიც ეფუძნება ფაქტებს და არა მხოლოდ აღქმებს. 

მე ვამბობს იმას, რაც საჯაროდ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ამ ქვეყანაში პატივის სცეს სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს კანონებს და სხვანაირად ჩვენ ევროპულ სახელმწიფოს ნამდვილად ვერ ავაშენებთ. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ დისკრედიტაცია გავუკეთოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მას არ უთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

 

"შევეხეთ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ჩვენ ვთანმხდებით იმაში, რომ ამ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, მმართველი პარტია დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი