შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მამუკა საღარეიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პოსტიდან წასვლის მიუხედავად, ის თავის საქმიანობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასთან ერთად თანამდებობას დატოვებდნენ გუბერნატორთა კურატორად მის მიერ აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადმოყვანილი კონსტანტინე ანანიაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ის გახარიას კადრი, საღარეიშვილი პასუხობს, რომ ის "ქვეყნის სამსახურშია და არავის კადრი არ არის".
"მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ახლაც შეხვედრაზე მივდივარ და სხვა დანარჩენ შეკითხვებზე, რაც გექნებათ მოგვიანებით გიპასუხებთ. მე ვარ ქვეყნის სამსახურში, არავის კადრი არ ვარ და კიდევ გითხარით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას" - მამუკა საღარეიშვილი.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.