
მოსკოვის სასამართლომ ალქსეი ნავალნის მოთხოვნა, წინა ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ, არ დააკმაყოფლა და რუსი ოპოზიციონერი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
20 თებერვლის სხდომაზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე ნავალნის მიერ შინაპატიმრობაში გატარებული დრო და რუს ოპოზიციონერს პატიმრობის ვადა 50 დღით შეუმცირა.
თავად ნავალნი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
"ჩვენი ქვეყანა მთლიანად უსამართლობაზეა აგებული, თუმცა ათეულობით მილიონ ადამიანს სიმართლე სურს და ადრე თუ გვიან ისინი მას მიიღებენ", - განაცხადა ნავალნიმ.
ხოლო სასჯელის შემცირებას ის ხუმრობით გამოეხმაურა:
"სასჯელი 1.5 თვით შემიმცირეს. დიდებულია!" - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
2 თებერვალს კი "ივ-როშეს" საქმესთან დაკავშირებით ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს - რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია – თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.