ვიმედოვნებ კონსტიტუციის დღე იქნება გაერთიანების, დიალოგის დაწყების დღე - პავილიონისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგმანტას პავილიონისი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელი დღე - კონსტუციის დღე ოპოზიციისა და ხელისუფლების გაერთიანების დღე იქნება და მხარეებს შორის დიალოგი დაიწყება.

"ძალიან მოხარული ვარ ამ შეხვედრით ყველა ლიდერთან, ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და სიტუაციის დეესკალაციისთვის, რადგან ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ხვალ თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი დღე, კონსტიტუციის დღე, 25 თებერვალი, ასევე, მნიშვნელოვანი დღეა რომელიც გვახსენებს მოვლენებს, როცა საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. მე ვიმედოვნებს, რომ ხვალ ეს დღე იქნება გაერთიანების და დაილოგის დღე და მთავრობა და ოპოზიცია გადადგამს ქმედით ნაბიჯებს", - თქვა ზიგმანტას პავილიონისმა.

ეს კომენტარი მან გაერთიანებულ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი