"კოდორი 2007"-ში მონაწილე სპეცრაზმელებიდან 6 ცოცხალი აღარაა - რა კავშირშია საქმესთან ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემირობის დროს კრემლის სპეცსამსახურუების ხელში აღმოჩნდა იმ ქართველი სამხედროების სია ვისაც პირადი ანგარიშსწირებით ემქურებოდა რუსული "გრუ".

2007 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უშიშროებამ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიზე "გრუს" მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია მზადდებოდა. კოდორის ხეობაში რუსი ოფიცრები და აფხაზეთის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გადმოსვეს. მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონკრეტული დივერსიული აქტების განხორციელება ევალებოდათ. ქართველმა სპეცრაზმელებმა მათი განეიტრალება შეძლეს - ორი რუსი ოფიცერი ადგილზე გაანადგურეს, საიდუმლო ჯგუფის წევრები კი ტყვედ აიყვანეს. ჯერ კიდევ მაშინ რუსეტი საქარტველოს ხელისუფლებას ამ სპეცოპერციასი მონაწილე ქარტველების სიას თხოვდა. ბუნებრივია ინფორმაცია კრემლმა მაშინ ვერ მიიღო. თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებასი მოსვლის შემდეგ არქივები რუსეთისთვის ადვილად მისაწვდომი გახდა და ქართველ ძალოვანებზე ნადირობა დაიწყო. 

სპეცოპერაცია "კოდორი 2007"-ში დაახლოებით 15 სპეცრაზმელი მონაწილოებდა. მათგან 6 დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის. დანარჩენებზე კი ნადირობა გრძელდება. ექვსივე სპეცრაზმელის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ეჭვს იწვევს. საეჭვოა დროც,  6-დან ხუთი 2014 წელს, პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა.

ვის მიუწვდებოდა ხელი დახურულ ინფორმციაზე? ვინ იყო საქმის კურსში და ვინ არის რუსეთის პირდაპირი აგენტი საქართველოში. ექსპერტებიც და დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებიც დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი ხელისუფლება მათი ოლიგარქი ლიდერით დაწყებული სწორედ პუტინის თამაშს თამაშობს და კრემლის ნების შემსრულებელია. მაშინ, როდესაც ქართველი მებრძოლების სიის გადაცემა მოხდა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი შემდეგ კი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მის გარეშე სიების გადაცემა და მსგავსი სპეცოპერაციების დაგეგმვა ვერ მოხდებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი