მოუწევს თუ არა სახლში წასულ გიორგი გახარიას ამერიკული გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა - ირანელი დისიდენტის ალი რეზა სულეიმან პაკის ამერიკელი უფლებადამცველი ამბობს, რომ კი.
ირანელი დისიდენტი, რომელმაც 11 სექტმებრის ტერაქტების დაფინასნების სქემა გამოააშკარავა და თავდასხმის შესახებ ამერიკელებს ტრაგედიამდე 2 თვით ადრე აცნობა მეორე წელია ქართულ ციხეში ზის. რეზა პეკის ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის ინტერსების მსახურია და რომ ამერიკის მიერ 11 სექტმებრის გმირად გამცოხადებული დისიდენტის დაკავება ირანის ხელისუფლებამ სწორედ კრემლის შუამავლობით გაჩარხა.
"მთავარ არხს" ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაკავებულის უფლებადამცველი დაუკავშირდა და საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე ინფორმაცია მიაწოდა. ადვოკატი კენეტ ტემერმანი აცხადებს, რომ 4 თებერვალის სასამართლო მოსმენაზე მოსმართლემ პროკურორი თეა გიორგაძე საქმეს ჩამოაშორა. მიზეზი კი თეა გიორგაძისა და ირანის საელჩოს წარმომადგენლების თანამშრომლობა და სასამართლოს გვერდის ავლით, ირანელებისთვის უცნობი მასალების გადაცემა იყო.
საქართველოს პროკურატურამ ამერიკის გმირი, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 2018 წლის თებერვალში დააკავა. გამოძიება 9/11 ტერაქტის "ოქროს მოწმეს" მოკვლელობის მომზადებას ედავება და აცხადებს, რომ დაკავებული ასევე ირანის მოქალაქის ბაჰიდ ებადის ლიკვიდაციას აპირებდა. თუმცა საქმეში ერთადერთ მტკიცებულებად ირანის დაზვერვის წერილი და ირანის მოქალაქეების ჩვენებაა.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში ამერიკელი უფლებადამცველი საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ პროკურატურა საქმის მასალებს აყალბებს და ალი რეზას უკანონო პატიმრობას აგრძლებს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირანის პოლიტიკურ მსხვერპლად ასახელებს და დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თეირანის მოთხოვნა საქართველოში გიორგი გახარიას ხელით შესრულდა.