მეცხრე წელია, ერთი კაცის მთავრობა, პროკურატურა და სასამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეკერვით და ურჩების დასჯითაა დაკავებული.
ამ სისტემის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რუსთავი 2-ის ყოფილი და ახლა უკვე "მთავარი არხის" ხელმძღვანელი ნიკა გვარამია და მისი ოჯახი გახდა. ნიკა და სოფო 2012 წლის იმ დღეს იხსენებენ, როცა ნიკას წინააღმდეგ საქმე აღძრეს და დააკავეს. მაშინ, ნიკას ციხეში რამდენიმე დღის გატარება მოუწია.
ნიკა გვარამია ერთადერთი არ არის - ოლიგარქის ხელისუფლებას ბოლო დროს ყველაზე მეტად "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე აღიზიანებს. მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება, მიკერძოებულმა და მართულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა. მელია უარს ამბობს იყოს გავრილოვის ტყვე და უსამართლოდ შებმული სამაჯური ატაროს.
გიგი უგულავა ციხეში სამჯერ იყო ციხეში. მისი სამივე დაკავება შვილებმა და განსაკუთრებით შუათანამ - თინამ, მძიმედ გადაიტანეს.
ირაკლი ოქრუაშვილი ოჯახთან ვერგატარებული ყოველი წუთის ანაზღაურებას ახლა ცდილობს და შვილების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. მისი დაპატიმრების შესახებ ოჯახმა ტელევიზიიდან შეიტყო. ოჯახის რეაქციას ისიც "მთავართან" იხსენებს.
20 ივნისის შემდეგ გამართული აქციებისა და მათავარი არხის მხარდაჭერის გამო დააკავეს გიორგი რურუაც. მისი მეუღლე სოფო სიხარულიძე იხსენებს, რომ გიორგის სახლში ელოდებოდა, რათა აქციაზე იმ დღესაც ერთად წასულიყვნენ. სოფო დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე სამაგალითოდ დასაჯეს და ციხეშიც დღემდე სწორედ ამიტომაა, მაგრამ ეს არცერთს აშინებს. ვახო რურუა ერთი წლის იყო, გიორგი რომ დაიჭირეს. ოჯახი მხოლოდ კვირაში ერთხელ, ტელეფონის საშუალებით კონტაქტობს. ახლა ვახო მამასთან შეხვედრას ყველაზე მეტად ელოდება.
ავტორი: ნენე დალაქიშვილი