ქართულ-ჯიგრული ნონსენსი - ხარაგაულში შსს-ს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბიძის სახლი გაძარცვეს

გამოქვეყნდა:

იმ დროს, როცა ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი გაატანეს, ქვეყანა კრიმინალში იხრჩობა და პოლიციის რეაგირება აგვიანებს, შსს-ს დანაყოფები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ არიან მობილიზებული: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დასაკავებელი მანქანები, სირენიანი მანქანები, სიგნალების ჩამხშობი მანქანები - ეს ის მუდმივი მოცემულობაა, რომელიც პარლამენტის წინ საპროტესტოდ მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონთან ერთად ადგილზე ხვდებათ. 

მთავარი ყაჩაღი ბადრი ესებუა, მეოთხე თვეა, თავისუფლებაზეა, ის მაქსიმუმი კი, რაც ჯერჯერობით შსს-მ შესძლო, მისი ძმის დაკავება იყო. 

კრიმინალური განუკითხაობის დასტურია შემთხვევაც, რაც დღეს ხარაგაულში მოხდა: შსს- ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ბიძის სახლი პირწმინდად გაძარცვეს. პოლიციის მაღალჩინოსნის ნათესავის სახლში მხოლოდ კედლებიღა დატოვეს.

სახლიდან წაღებულია ლეიბები, ზეწრები, ბალიშები, ხალიჩები, დაფშვნილი სიმინდიც კი. მძარცველებმა სახლში ფანჯრის გისოსებიდან შეაღწიეს. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, მათ დნმ-ის ნიმუშები აიღეს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ზურაბ ჭყოიძე, ვის ბიძასაც ეკუთვნის გაძარცვული სახლი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, თუმცა, "მთავარს" მისი ნათესავები უდასტურებენ, რომ ის შსს-ში სწორედ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი