ვინ არის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც 7 საათიანი განხილვის შემდეგ ნიკა მელიას ციხეში გაშვების გადაწყვეტილება მიიღო? ჩახნაშვილს მოსამართლეობის სულ 3 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ასეთი მცირე დროის მიუხედავად ის ბოლო 1 წელია საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს. ამ თანამდებობდამდე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, მაშინ როდესაც მოსამართლეები წლების განმავლობაში ითხოვენ დედაქალაქში გადმოსვლას, ჩახნაშვილს სურვილი რამდენიმე თვეში დაუკმაყოფილეს.
2004 წელს ნინო ჩახნაშვილმა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. სწორედ ის სკანდალური სასწავლებელი, რომლის მიერ გენერალურ პროკურორ, შალვა თადუმაძისთვის გაცემული დიპლომის ნამდვილობაზე დიდხანს მსჯელობდნენ სპეციალისტები. ამ ინსტიტუის შემდეგ სწავლა აღარსად გაუგრძელებია, უბრალოდ, სტაჟირებას გადიოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2016-17 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. ჩახნაშვილის ბიოგრაფიის შემსწავლელები კი ამტკიცებენ, რომ ეს ცოდნა საკმარისი უვადო მოსამართლისთვის არ არის.
ჩახნაშვილი არის მოსამართლე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრების საქმე ებარა და რომელმაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ასეთია უვადო მოსამართლე, რომელიც შეუბრალებელია ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს და სწორედ ამ გახმაურებული პოლიტიკური საქმეების გამო ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ უვადო მოსამართლე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ასრულებს იმას, რასაც ოცნება დაუკვეთავს. თუ კლანსა და მმართველ პარტიას დასჭირდება ოპოზიციის ლიდერებს სახლში გაუშვებს, თუ არა და - ციხეში.